თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქციები გრძელდება, სხვადასხვა ადგილას ათასობით ადამიანია შეკრებილი
თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქციები გრძელდება, სხვადასხვა ადგილას ათასობით ადამიანია შეკრებილი

თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქციები გრძელდება.

საზოგადოებრივი შეკრების აკრძალვისა და პოლიციის მიერ აღმართული ბარიკადების მიუხედავად, სტამბოლში დემონსტრაციები სხვადასხვა ადგილას იმართება. მათ შორის მუნიციპალიტეტის შენობის შესასვლელთან სტამბოლის მერის დაკავებას ათასობით ადამიანი, მეორე ღამეა, აპროტესტებს.

ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.