თურქეთში შესასვლელად ვაქცინაციის დოკუმენტისა და ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
თურქეთში შესასვლელად ვაქცინაციის დოკუმენტისა და ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას ხსნის.

ამასთან დაკავშირებით თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა “Covid-19” ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, საელჩო მოქალაქეებს მიმართავს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08