თურქეთში, რიზეს პროვინციის ერთ ქალაქსა და ოთხ დასახლებაში კარანტინი გამოცხადდა

17:25, 27.03.2020

თურქეთში, რიზეს პროვინციაში მდებარე ერთი ქალაქსა და ოთხ დასახლებაში კარანტინი გამოცხადდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო რეჟიმი შემოიღეს.

საუბარია ქალაქ ქანდირლიზე, სადაც ერთი პაციენტი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა.

27 მარტის მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 75 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 3629 მოქალაქე. ვირუსის პირველი შემთხვევა თურქეთში 11 მარტს გამოვლინდა.

მსგავსი