თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ისინი მარმარისსა და ფეთჰიესში ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულებს შორის ერთი ქალია.

თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა მანქანებისა და სახლების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მუსიკალური ინსტრუმენტები, დიდი რაოდენობით სამკაული, ასევე ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებსაც დამნაშავეები სავარაუდოდ, ბინებში შესაღწევად იყენებდნენ.

ოთხივე ბრალდებული უახლოეს ხანში სასამართლოს წინაშე წარდგება.