თურქეთში პროქურთული პარტიის წევრი ოთხი მერი დააკავეს
თურქეთში პროქურთული პარტიის წევრი ოთხი მერი დააკავეს

თურქეთში პროქურთული პარტიის წევრი ოთხი მერი დააკავეს.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, დაკავებულები „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრები არიან და სირიისა და ერაყის მოსაზღვრე ქალაქებს ხელმძღვანელობდნენ. მათ ბრალი ტერორისტებთან კავშირში დასდეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის „სახალხო დემოკრატიული პარტია“ ანკარას მიერ სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ გამოდის.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაცია „ქურთი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული“.

„ქურთებმა ქოთანში ყვავილი რომ დარგონ, ხელისუფლება მას „ტერორისტულ ქოთნად“ მონათლავდა და ტანკებიდან ესროდა“, – განაცხადეს „სახალხო დემოკრატიულ პარტიაში“.

პროქურთული პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე მთავრობამ მათი პარტიის 151 წევრი დააკავა.