თურქეთში, მუღლას პროვინციაში თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს
თურქეთში, მუღლას პროვინციაში თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს

თურქეთში მუღლას პროვინციაში თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე თბოელექტროსადგურიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა თანამშრომლებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია.

მუღლას მუნიციპალიტეტის განცხადებით, სადგურიდან ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა არ მომხდარა.

თბელექტროსადგურის ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სადგურზე აფეთქება არ მომხდარა და ქიმიური ნივთიერებები არ გაჟონილა“, – ნათქვამია მუღლას მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრებს უკვე მეცხრე დღეა ებრძვიან.გასული ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ცეცხლის 187 კერა გაჩნდა, ამ დროისთვის კი, მეხანძრეები დარჩენილი 15 კერის ლიკვიდაციას ცდილობენ.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 51 ვერტმფრენი, 16 თვითმფრინავი და 5 200 მეხანძრე. სტიქიის შედეგად რვა გარდაცვლილს შორის ორი მეხანძრე-მაშველია.