თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა
თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„თურქეთის ავიახაზებში“ განცხადეს, რომ ფრენების გაუქმება მეტეოროლოგიური სამსახურის რეკომენდაციით მიიღეს.
საერთო ჯამში, სტამბოლის ორ აეროპორტში გაუქმდა 170 ფრენა.
ამასთან ერთად, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ორშაბათს დაიხურება სკოლებიც.