თურქეთში მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრიან
თურქეთში მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრიან

თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 11 დეკემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გააკეთა.

მისი თქმით, პირველ ვაქცინას, რომელიც თურქეთმა ჩინეთში შეუკვეთა, ქვეყანაში 11 დეკემბერს ჩაიტანენ.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე აცრას სამედიცინო პერსონალს, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუკეთებენ, რომლებიც ხანდაზმულთა სახლებში ცხოვრობენ.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი ოთხ ეტაპად წარიმართება.