თურქეთში, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

10:24, 16.01.2024

თურქეთში, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მერსინი-ანტალიის ავტომაგისტრალზე საქალაქთაშორისო ავტობუსი, რომელიც მარმარისიდან მარდინისკენ მიდიოდა, გზატკეცილზე ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.

შემთხვევის გამო ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

მსგავსი