თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თურქეთის უსაფრთხოების ძალები მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამართდალდაცმველებს ფინანასთა სამინისტროს 82 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ბრძანება აქვთ მიღებული. დაკავების ორდერი პროკურატურამ გასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 17 ადამიანი. მათ ამერიკაში მცხოვრებ , ფეთჰულა გიულენთან კავშირი ედებათ ბრალად. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები პროგრამა ByLock- ის მომხარებლები არიან. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კი ამ პროგრამას ფეთჰულა გიულენის მომხრეები დაშიფრული შეტყობინების გასაგზავნად იყენებენ.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს და მის ორგანიზაციას 2016 წლის 16 ივლისს მომხდარი სახელწმიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. 16 ივლისის ღამის შემდეგ თურქეთში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დააკავეს. სამსახურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობა 140 ათასს აჭარბებს.