თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 894 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 894 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 894 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქული მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 74 პაციენტი გარდაიცვალა, 1 512 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 351 413 შემთხვევა, გარდაიცვალა 9 445 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 306 939 პაციენტი.

ქვეყანაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 1 545 ინფიცირებული იმყოფება.