თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 003 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 003 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 210 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გარდაიცვალა 5 323 პაციენტი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 1 493 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან 191 883 პაციენტი განიკურნა.