თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულების გადაადგილებას მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულების გადაადგილებას მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულების გადაადგილებას მობილური ტელეფონებით გააკონტროლებენ. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის ხელისუფლების წევრები კორონავირუსით ინფიცირებულებს სახლიდან გასვლამდე მობილურ ნომერზე დაუკავშირდებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თურქეთის კანონმდებლობით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, მთავრობას მოქალაქეთა პირადი მონაცემებთან წვდომის უფლება, თანხმობის გარეშეც აქვს.

თურქეთში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ქუჩაში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. დახურულია რესტორნები და კაფეები.

თურქეთში ამჟამად კორონავირუსის 30 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 725 ადამიანი.