თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რიცხვი მცირდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას ცნობით, გამოვლენილია ინფიცირების 2357 ახალი შემთხვევა, რაც წინა დღეებთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, მკვეთრად მცირდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტთა რიცხვიც.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 99 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა საერთო ოდენობა 2805-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 110 130 ადამიანი.