თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი
გასული 24 საათის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხი 240 ათასს უახლოვდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 16 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 5 829-ს მიაღწია.