თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 64-ით გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 64-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 64-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის სულ 3,461 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოვლენილია ინფიცირების 1,614 ახალი შემთხვევა და ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 127,659-ს აღწევს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 5,015 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 68,166-ს აღწევს.