თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 5 206-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ის 204 610-ს აღწევს. მათგან 180 ათასამდე პაციენტმა ვირუსი უკვე დაძლია. აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი, 20 ათასზე ნაკლებია.