თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 41-ით გაიზარდა. სულ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 4 096-ს აღწევს.
თურქეთში ახალი კორონავირუსი სულ 148 067 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 1 610 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ისგან უკვე 108 137 პაციენტი გამოჯანმრთელდა.