თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონვირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 3 689-მდე გაიზარდა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოვლინდა „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 848 ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 135 569-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში დღემდე კორონავირუსისგან 3 412 პაციენტი განიკურნა.