თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3 894-მდე გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3 894-მდე გაიზარდა

თურქეთში „კოვიდ 19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 53-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ დაწერა.

მისი თქმით, საერთო ჯამში ეპიდემიის შედეგად ქვეყანაში 3 894 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთში, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის კიდევ 1 704 ადამიანს დაუდასტურდა, შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 141 475-ი შეადგინა.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ინფიცირებულთა 70% კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.