თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

22:14, 24.11.2020

თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. როგორც სააგენტო „როიტერი” ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, გასულ 24 საათში თურქეთში 161 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 7 381 ადამიანს.

თურქეთში აღრიცხულია ინფიცირების სულ 460 916 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 12 672-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 678-ით გაიზარდა და ჯამში 381 569 შეადგინა.

მსგავსი