თურქეთში კორონავირუსის 963 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 963 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში უკვე კორონავირუსის 227 982 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო ერთ დღეში თურქეთში „კოვიდ-19“-ს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, კორონავირუსისგან 5 645 ადამიანი გარდაიცვალა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 1 092-მა ადამიანმა დაამარცხა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 211 561-ს აღწევს.