თურქეთში კორონავირუსის 926 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 926 ადამიანს გამოუვლინდა, 18 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 217 799 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 5 458-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 014-ით გაიზარდა და ჯამში 199 834 შეადგინა.