თურქეთში კორონავირუსის 29 281 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსის 29 281 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 281 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 185 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 494 351 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 13 558 ინფიცირებული გარდაიცვალა. 5 011 პაციენტი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

დატოვე კომენტარი