თურქეთში კორონავირუსის 1 708 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 1 708 ადამიანს დაუდასტურდა, 48 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, შესაბამისი მონაცემები ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გაავრცელა.
თურქეთში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვი 4 055-ს შეადგენს.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 146 457 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 2 103-ით გაიზარდა და 106 133 შეადგინა.