თურქეთში კორონავირუსის 1 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 15 ივნისის მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ივნისის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.
როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ დაწერა, ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 24 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 261 194 შემთხვევა. გარდაიცვალა 6 163 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 238 795 პაციენტი.
კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის ზრდის გამო, თურქეთის მთავრობამ 14 პროვინციაში საზეიმო ღონისძიებები აკრძალა.