თურქეთში კორონავირუსის 1 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ივლისის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით სტატისტიკური მონაცემები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 203 450 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 178 278 განიკურნა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, პანდემიის პერიოდში თურქეთში ვირუსის გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 186 შეადგინა.
ამჟამად ქვეყანაში 19 992 აქტიური შემთხვევაა.