თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ხუთი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ხუთი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ხუთი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციის დეფნეს რაიონში შეინიშნებოდა. მიწისძვრა ცხრა კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

ჰათაის გუბერნატორის, რაჰმი დოღანის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე დაზიანებული შენობის ჩამონგრევის გარდა მნიშვნელოვანი ზარალი არ არის.