თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 937 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ინფიცირებული
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 937 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ინფიცირებული

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 937 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ უკვე 224 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 17 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 5 580-ს აღწევს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში კორონავირუსისგან უკვე 207 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.