თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ-19“ უკვე 219 641 ადამიანს დაუდასტურდა.
როგორც „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 5 491-ს აღწევს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსისგან 997 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, თურქეთში „კოვიდ-19“ 202 010-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.