თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 237 265 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში „კოვიდ-19“-ს 14 ადამიანი ემსხვერპლა, ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 798-ს აღწევს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან 1 040 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვირუსისგან განკურნებულების საერთო რაოდენობა კი 220 000-ს აჭარბებს.