თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 118 სამხედრო დააკავეს
თურქეთში 118 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. თურქული ტელეკომპანია NTV-ს მონაცემებით, მათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებენ.
თურქეთის ხელისუფლება ორგანიზაცია „ფეტოს“ ტერორისტულად მიიჩნევს და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
თურქული მედია არ აკონკრეტებს, რომელ ქალაქებში ჩატარდა სამხედროების დაკავების სპეცოპერაცია.