თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის დანაწევრებულ ცხედარს მიაგნეს. ამის შესახებ პარტია Vatan-ის ლიდერმა, დოღუ პერინჩეკმა განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო Haberler-ის ცნობით, ჟურნალისტის ცხედარი სტამბოლში, გენერალური საკონსულოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, ჭაში აღმოაჩინეს.
დოლუ პერინჩეკმა განცხადების დროს აღნიშნა, რომ ამის შესახებ გამოსვლის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანი დეტალურად ისაუბრებს.
The Washington Post-ის ჟურნალისტი, საუდის არაბეთის მოქალაქე ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების მიზეზად საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს.
მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი კი, გათავისუფლებულია.
ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა.