თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 139 771 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსისგან 3 089 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულია 95 780 პირი.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში 10 მაისის შემდეგ კორონავირუსს 55 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 3 841-ს აღწევს.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსზე ტესტირება 32 722 ადამიანს ჩაუტარდა.