თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ს 1403 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩას თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსი კიდევ 4 062 ადამიანს დაუდასტურდა. შედეგად, საერთო ჯამში, თურქეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია 65 111 ინფიცირებული.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 1 809 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 4 799 ადამიანი.