თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 665 ადამიანს დაუდგინდა

22:58, 25.09.2020

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 1 665 ადამიანს დაუდგინდა, 73 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში კორონავირუსული ინფექცია სულ 311 455 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 7 858-ს მიაღწია.

1 318-ით გაიზარდა ქვეყანაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში „კოვიდ-19“-სგან 273 282 ადამიანი განიკურნა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 110 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.

მსგავსი