თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 861 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 აპრილის შემდეგ პირველად იკლო. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 2 861 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კორონავირუსით ბოლო 24 საათში 106 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1 782 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მათგან 900-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 107 773 შემთხვევა არის გამოვლენილი.