თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით ქვეყანაში, საერთო ჯამში, 4000 ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს თურქეთში „კოვიდ-19“-ზე 34 821 ტესტი ჩატარდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში ახალი კორონავირუსით 144 749 ადამიანი დაინფიცირდა.