თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა

21:43, 18.05.2020

თურქეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 31 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამრიგად, სულ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 4171-ს შეადგენს. თურქეთში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი 1158-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადდა 150 593 ადამიანი, 111 577 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი