თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობა 4,950-ს აღწევს. ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1412-ით, რეკორდულად გაიზარდა და ახლა 160,240-ს აღწევს.
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 187,685 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 1,192 ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა.