თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 5,097-ს აღწევს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში ინფიცირების 1,356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 197,239 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1,413-ით გაიზარდა და 170,595-ს შეადგენს.