თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 931 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.
ამრიგად, თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 220 572 შეადგინა.
ბოლო დღე ღამეში ვირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის პერიოდში გარდაცვლილია სულ 5508 პაციენტი.
ამასთან, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაავადება დაძლია 203 002-მა მოქალაქემ.