თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთის კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 14 პაციენტი. ანალოგიურ პერიოდში გამოჯანმრთელდა 982 ადამიანი.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში გამოვლინდა, საერთო ჯამში, 227 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული. მათგან 210 000-ზე მეტი განიკურნა, ხოლო 5630 გარდაიცვალა.