თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ის შედეგად ბოლო დღე-ღამეში 18 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთში პანდემიის დროს ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექცია, საერთო ჯამში, 259 692 ადამიანს დაუდგინეს. გამოჯანმრთელდა 237 980 პაციენტი. გარდაიცვალა 6 139 ადამიანი.
როგორც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი წერს, ამჟამად ქვეყანაში 800-მდე პაციენტია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომაროება „კოვიდ-19“-ის გამო მძიმეა.
„ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ და საბოლოოდ ვირუსი განადგურდება“, – წერს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა.