თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1374 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1374 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1374 ადამიანს დაუდგინეს. გარდაიცვალა 18 პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ვირუსი სულ 198 613 ადამიანს დაუდგინდა. განუკურნა 171 809 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5115-ს შეადგენს.