თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 19 პაციენტი.

როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 258 249 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 6 121 ლეტალური აღმოჩნდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 795 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან სულ 237 165 პაციენტი განიკურნა.