თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა
თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა

თურქეთში აშშ-ის „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში, ნატო-ს მიერ „გაძლიერებული საჰაერო და სარაკეტო“ თავდაცვის ზომების ფარგლებში განლაგდა.

„ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ზომებს ვიღებთ და კონსულტაციებს ვაწარმოებთ ნატო-სთან და ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენ მიერ განხორციელებული ეროვნული ზომების გარდა, ნატო-მ გააძლიერა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები. ამის ფარგლებში, Patriot-ის სისტემა ამჟამად მალათიაშია, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.