თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს რუსეთის მოქალაქეები დააკავეს
თურქეთში, კაისერის პროვინციაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისია ცდილობს, გაარკვიოს რა მოხდა.
თურქული მედია კი, იუწყება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სულ შვიდი უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული, ისინი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულებს შორის ოთხი სირიის მოქალაქეა, ერთი ეგვიპტის, დანარჩენები კი, რუსეთის.
დაკავების დროს მათ დიდი რაოდენობით ყალბი პასპორტები აღმოაჩნდათ.