თურქეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში მასშტაბური ხანძარი კონტროლს ექვემდებარება
თურქეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში მასშტაბური ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში მასშტაბური ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ განცხადება თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა.

იბრაჰიმ იუმაკლის თქმით, ხანძრის ლოკალიზაციას 48 საათი დასჭირდა. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ როგორც მეხანძრეები, ისე მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა. მობილიზებული იყო ავიაციაც.

ხანძრის შედეგად დაზარალებული შვიდი ადამიანი საავადმყოფოში რჩება. დამწვარია დაახლოებით 4 080 ჰექტარი, მათ შორის 1 430 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია. ცეცხლმა დააზიანა შვიდი სახლი და 29 ბეღელი.

ხანძრის შედეგად ზუსტი ზარალის დადგენა ჯერ კიდევ გრძელდება.