თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

16:09, 25.02.2023

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყვა.

6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა კი თურქეთსა და სირიაში 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი